Accessibility links

მედიაში გაჟონილი ცნობებით, აშშ თავის მოკავშირეებს უთვალთვალებდა


მედიაში გაჟონილი იმ ახალი მასალის თანახმად, რომელიც აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ანალიტიკოსმა, ედვარდ სნოუდენმა გაავრცელა, საფრანგეთი, საბერძნეთი და იტალია აშშ-ის იმ მოკავშირე ქვეყნებს შორის არიან, რომლებიც აშშ-ის საჯაშუშო საქმიანობის სამიზნე იყვნენ. ბრიტანული „გარდიანი“ იმოწმებს დოკუმენტებს, რომელთა თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დაზვერვის სამსახური ელექტრონული საშუალებებით ჯაშუშობდა ვაშინგტონსა და გაეროს ოფისებში ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ. იტყობინებიან, რომ ჯაშუშობის სამიზნე იყვნენ არაევროპული მოკავშირეები, როგორიცაა თურქეთი და იაპონია. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ აპირებს თვალთვალის პროგრამის თაობაზე ამ ბრალდებების გამო რეაგირებას, პრეზიდენტ ობამას განცხადებით, მიმდინაერობს სტატიის "შეფასება". სახელმწიფო დაზვერვის უწყების დირექტორის ოფისის წარმომადგენელმა, ჯეიმ სკლაპერმა განაცხადა, რომ „აშშ აგროვებს უცხოეთში დაზვერვის მასალებს ისევე, როგორც ყველა ქვეყანა“. სკანდალის გარშემო ისაუბრეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ და ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა, კეტრინ ეშტონმა. აშშ-ს მიმართა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის, თურქეთმა, სამხრეთ კორეამ, გერმანიამ, რომლებიც ამ დოკუმენტებში მოიხსენიებიან, განმარტებისთვის. გაეროს გენერალური მდივანის, ბან კი მუნის კომენტარი: „იმ დიპლომატიური, მათ შორის გაეროს და სხვა ორგანიზაციების მისიების ხელშეუხებლობა, რომლებსაც შესაბამისი საერთაშორისო კონვენციები, როგორიცაა, ვენის კონვენცია, იცავს, ჩემი აზრით, კარგად ცნობილდი საერთაშორისო კანონია. ამდენად, გაეროს წევრი ქვეყნებისგან მოველით, იმოქმედონ დიპლომატიური მისიების ხელშეუხებლობის შესაბამისად“. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა მოკავშირეთა თვალთვალს, „მიუღებელი“ უწოდა. ასეთივე შეფასება მისცა გავრცელებულ ცნობებს გერმანიის კანცლერის წარმომადგნელმა.
XS
SM
MD
LG