Accessibility links

კაიროში „მუსლიმთა საძმოს“ შტაბბინა დაარბიეს


ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, რამდენიმე ათეული დემონსტრანტი შეიჭრა მმართველი მოძრაობის, „მუსლიმთა საძმოს“, შტაბბინაში. ტელერეპორტაჟში ჩანს, როგორ არბევენ შენობას იქ შეჭრილები. წუხელ შენობიდან გაიყვანეს პარტიის ყველა თანამშრომელი, რადგან დემონსტრანტები შენობას ქვებს და აალებად ბოთლებს ესროდნენ. ორშაბათს ადრე, ოპოზიციურმა მოძრაობა „მეამბოხემ“, რომელიც პრეზიდენტ მოჰამედ მურსის წინააღმდეგ აქციებს აწყობს, მოითხოვა, რომ პრეზიდენტი გადადგეს სამშაბაბათამდე და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. სხვა შემთხვევაში ოპოზიცია მურსის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიით ემუქრება. ეგვიპტის არაერთ ქალაქში იყო გამოსვლები კვირას. სხვადასხვა ცნობით, პოლიციასთან შეტაკებისას დახოცილია ხუთიდან შვიდ ადამიანამდე, 600-მდე დაშავდა. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები უკმაყოფილო არიან ხელისუფლების წამყვანი პოზიციების მუსლიმებისთვის გადეცემით და მთავრობის უუნარობით, დაძლიოს ეკონომიკური პრობლემები.
XS
SM
MD
LG