Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პხენიანს მოუწოდებს, დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ აზიის ქვეყნებში მოგზაურობისას მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას, დაუბრუნდეს ბირთვულ სფეროში მოლაპარაკებებს. კერიმ ეს თქვა ბრუნეიში, პრესკონფრენციაზე. ის სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნების ასოციაციის შეხვედრაში იღებს მონაწილეობას. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვანგ ისთან შეხვედრის შემდეგ, კერიმ თქვა, რომ ორივე მხარემ მტკიცედ დაადასტურა აცილებლობა, რომ ჩრდილოეთი კორეა ატომური ტექნოლოგიისგან უნდა განთავისუფლდეს. კერი აპირებს სამშაბათს შეხვდეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს. მათი საუბრის თემა სირიის კრიზისთან ერთად, აშშ-ის მიერ ჯაშუშობისთვის ძებნილი, ედვარდ სნოუდენის საქმეა.
XS
SM
MD
LG