Accessibility links

logo-print

გაფართოვდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა


1 ივლისიდან საქართველოში გაფართოვდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განმარტებით, პროგრამის მეორე ეტაპი ამბულატორიაში ოჯახის ექიმის მომსახურების და ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების დაფინანსებას ითვალისწინებს და ასევე დაფინანსდება გეგმიური ოპერაციების ფართო სპექტრი. საყოველთაო ჯანდაცვის გაფართოებული პროგრამით 2 მილიონ 500 ათასი ადამიანი ისარგებლებს. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ გეგმიური სერვისების მისაღებად დღეს დილიდან დაიწყო პაციენტების რეგისტრაცია. სერგეენკოს განმარტებით, მსურველებს საქართველოს მასშტაბით შეუძლიათ დაუყოვნებლივ მიიღონ ყველა აუცილებელი დოკუმენტი. მინისტრის განცხადებითვე, ყველას, ვინც 1 ივლისის მდგომარეობით არ მონაწილეობდა კერძო სადაზღვევო პროექტებში, შეუძლია მიიღოს საყოველთაო ჯანდაცვის გაფართოებული პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება. დავით სერგეენკოს ცნობით, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ოჯახის ექიმებს როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რაიონებში და მათგან მიიღონ ინფორმაცია, თუ სად და როგორ მიიღებენ შესაბამის დოკუმენტაციას.
XS
SM
MD
LG