Accessibility links

logo-print

სახალხო დამცველი თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა დაკავებას ეხმიანება


თბილისის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენელთა დაკავების გამო სერიოზული და ლეგიტიმური შეკითხვები არსებობს, რაც გამოძიების კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს - განუცხადა ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, რომელიც დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. ნანუაშვილის ინფორმაციით, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს დეტალურად სწავლობენ და უახლოეს ხანში სპეციალური დასკვნა გამოქვეყნდება. თბილისის მერიის და საკრებულოს თანამშრომელთა დაკავების საქმეს აკვირდებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც. ”ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ სხვა საქმეებთან ერთად ეს პროცესიც კანონის უზენაესობის პრინციპთა დაცვით განხორციელდეს", - განაცხადა დღეს აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა კი აღნიშნა, რომ მთავარია, პროცესები ლეგალურ ჩარჩოებს არ გასცდეს და არ გაჩნდეს შეკითხვები, რადგან საქართველოს ძალიან სჭირდება სუფთა რეპუტაცია.
XS
SM
MD
LG