Accessibility links

logo-print

დათა ახალაიას პროკურატურა ბრალს დაუსწრებლად დაუმძიმებს


კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, ამჟამად ძებნილ დათა ახალაიას პროკურატურა ბრალს დაუსწრებლად დაუმძიმებს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე. დათა ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა სააგენტო ინტერპრესნიუსს აცნობა, რომ ბრალის წარდგენა თბილისის პროკურატურაში დღეს, 17 საათზე მოხდება. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2006 წელს სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორების ბრძანება კუდ-ის იმჟამინდელმა უფროსმა დათა ახალაიამ გასცა. ამავე საქმეზე ბრალი უკვე ოფიციალურად აქვს წარდგენილი შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს.
XS
SM
MD
LG