Accessibility links

logo-print

ხორვატია ოფიციალურად შეუერთდა ევროპის კავშირს


ხორვატია პირველი ივლისიდან ევროკავშირის 28-ე წევრი გახდა. ზაგრებში, წუხელ, შუაღამისას, ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა ერთად შეგებებოდნენ ისტორიულ მომენტს. ხორვატია, რომელსაც 4-მილიონზე მეტი მოსახლეობა ჰყავს, მეორე ქვეყანაა ყოფილი იუგოსლავიიდან, სლოვენიის შემდეგ, რომელიც ევროკავშირს უერთდება. რეფორმების პერიოდმა ექვს წელს გასტანა. ხორვატია ევროკავშირის წევრი გახდა რეცესიის მდგომარეობაში. ამ ქვეყანას პრობლემა აქვს ეკონომიკური ზრდის და უმუშევრობის მხრივაც. ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნის მოქალაქეთა 20 პროცენტს სამუშაო არ აქვს. ხორვატიის პრემიერი, ზორან მილანოვიჩი არ იზიარებს თავისი ქვეყნის ევროკავშირში შესვლის შედარებას ჩაძირვის ფაზაში მყოფ გემზე ასვლასთან. ევროპარლამენტის პრეზიდენტი, მარტინ შულცი მიესალმა ხორვატიას, მაგრამ თქვა, რომ წევრობა არ არის კრიზისიდან გამოსვლის მაგიური საშუალება. ვროკავშირის წევრობა ამ ქვეყანას ავტომატურად არ გახდის შენგენის და ევროზონის წევრ ქვეყნად.
XS
SM
MD
LG