Accessibility links

logo-print

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერი გამოაცხადეს


საპრეზიდენტო არჩევნები, ადრე გამოცხადებული 27 ოქტომბრის ნაცვლად, 31 ოქტომბერს გაიმართება, განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რომელმაც ბოდიში მოიხადა "ტექნიკური შეცომისთვის". პრეზიდენტმა სააკაშვილმა არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ განკარგულებას 1 ივლისს მოაწერა ხელი, განაცხადა მისმა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. კანონმდებლობის მიხედვით, მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბრის თვეში იმართება, თუმცა კონკრეტულ თარიღს პრეზიდენტი არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა აცხადებს. არჩევნების თარიღის გამოცხადებით საარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება.
XS
SM
MD
LG