Accessibility links

logo-print

500-800 ლარი მშობიარობისთვის


1 ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა. პროგრამაში გათვალისწინებულია მრავალი კომპონენტი, მათ შორის ფიზიოლოგიური მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ხარჯები. ფიზიოლოგიური მშობიარობა პროგრამის ფარგლებში 500 ლარით, საკეისრო კვეთა კი 800 ლარით ანაზღაურდება. თუ რომელიმე კლინიკაში ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა, პაციენტი დამატებით ღირებულებას თავად დაფარავს. სამშობიარო სახლის არჩევაში მელოგინე შეზღუდული არ არის.

XS
SM
MD
LG