Accessibility links

logo-print

პუტინი: სნოუდენი რუსეთთან არ თანამშრომლობს


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ყოფილ კონტრაქტორს, მიმალვაში მყოფ ედვარდ სნოუდენს შეუძლია დარჩეს რუსეთში, მაგრამ უნდა შეასრულოს სულ მცირე ერთი პირობა. პუტინის თქმით, სნოუდენმა, რომელიც მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ეგულებათ, „უნდა შეყვიტოს საქმიანობა, რომელიც ზიანს აყენებს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს“. პუტინმა უარყო ცნობა, რომ სნოუდენი რუსეთის უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობს. მისი თქმით, სნოუდენის საკუთარ თავს ადამიანის უფლებების დამცველად მიიჩნევს. სნოუდენმა მედიას გადასცა მასალები, რომელიც შეეხება აშშ-ის თვალთვალის პროგრამას, რასაც მოჰყვა საერთაშორისო სკანდალი. დასავლეთის პრესა იმოწმებს სნოუდენის მიერ გამოქვეყნებულ მასალებს, რომელთა თანახმად, აშშ-ის დაზვერვა უთვალთვალებდა მოკავშირე ქვეყნებს, ევროპასა და მის გარეთ. პუტინის თქმით, რუსეთი არ აპირებს გადასცეს სნოუდენი აშშ-ის ხელისუფლებას.
XS
SM
MD
LG