Accessibility links

გერმანია „მიუღებლად“ მიიჩნევს მოკავშირეების თვალთვალს


გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის პრესმდივნის განცხადებით, თუ სიმართლეა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი თავის ევროპელ მოკავშირეებს უთვალთვალებდა, ასეთი ქმედება „მიუღებელია“. მერკელის პრესმდივანმა შტეფენ ზაიბერტმა დღეს გააკეთა განცხადება კანცლერის უარყოფით რეაქციაზე, რომელიც მოჰყვა თვალთვალის საიდუმლო პროგრამაზე მასალის გავრცელებას. ბრიტანეთის გაზეთმა „გარდიანმა“ ორშაბათს გამოაქვეყნა ინფორმაცია აშშ-ის უშიშროების სამსახურის ყოფილი კონტრაქტორის, ედუარდ სნოუდენის მიერ გავრცელებულ მასალაზე დაყრდნობით, რომ ვაშინგტონი უთვალთვალებდა თავისი მოკავშირეების, მათ შორის საფრანგეთის, იტალიის, საბერძნეთის, იაპონიის, თურქეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს. უფრო ადრე გერმანიის ყოველკვირეული გამოცემა „შპიგელი“ იუწყებოდა, რომ თვალთვალის პროგრამას ექვემდებარებოდა ზოგი კომუნიკაცია გერმანიაშიც. ვაშინგტონი აცხადებს, რომ საპასუხო განცხადებას გააკეთებს მისი საიდუმლო პროგრამით გამოწვეულ ბრალდებებთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG