Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ბურჯანაძე: „დარწმუნებული ვარ, არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებ"


"დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს. როგორც ბურჯანაძე არჩევნების თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, "დემოკრატიული მოძრაობა" არჩევნებისთვის სრულ მზადყოფნაშია. "პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლო დღეს დანიშნა, რაც ჩემთვის აბსოლუტურად არ ყოფილა მოულოდნელი, ვიცი რა, თუ როგორ ებღაუჭება პირადად სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას. ბუნებრივია, დარწმუნებულნი ვიყავით იმაში, რომ სააკაშვილი გამოიყენებდა ყველა შესაძლებლობას იმისათვის, რომ თავისი ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო საათებიც გაეხანგრძლივებინა. "დემოკრატიული მოძრაობა" უკვე კარგა ხანია ემზადება ამ არჩევნებისათვის. ჩვენი პარტიის ყველა სტრუქტურა, ჩვენი აქტივისტები, მხარდამჭერები, რომლებიც ძალიან ბევრი გვყავს და დღითი დღე სულ უფრო მეტი ხდება, მზად ვართ ყველანი საპრეზიდენტო არჩევნებში არა მარტო მონაწილეობის მისაღებად, არამედ გამარჯვების მოსაპოვებლად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებ", - აღნიშნულია ნინო ბურჯანაძის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG