Accessibility links

logo-print

სნოუდენი ნორვეგიას სთხოვს თავშესაფარს


შეერთებული შტატების უშიშროების სააგენტოს ყოფილმა კონტრაქტორმა, ედვარდ სნოუდენმა თავშესაფრის თხოვნით მიმართა ნორვეგიას. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ნორვეგიის საგარეო უწყების წარმომადგენლისაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სნოუდენის ხელმოწერიანი მიმართვა მოსკოვში ნორვეგიის საელჩოს გადაეცა, თუმცა ჯერ ვერ ამოწმებენ ხელმოწერის ნამდვილობას. უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სნოუდენი რუსეთს სთხოვდა თავშესაფარს, მაგრამ მოსკოვს არ გაუკეთებია კომენტარი ამ ცნობაზე. ორშაბათს რუსეთის პრეზიდენმტა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სნოუდენი რუსეთში დარჩენას შეძლებს მხოლოდ იმ პირობით, თუ უარს იტყვის შეერთებული შტატებისათვის ზიანის მიყენებაზე. ივნისის დასაწყისში სნოუდენმა გაავრცელა მონაცემები შეერთებული შტატების თვალთვალის საიდუმლო პროგრამაზე. აშშ-ში მას ჯაშუშობაში ადანაშაულებენ.
XS
SM
MD
LG