Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანში ოპოზიცია პრეზიდენტობის საერთო კანდიდატზე შეთანხმდა


აზერბაიჯის ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები პრეზიდენტობის საერთო კანდიდატზე შეთანხმდნენ. ეს არის აზერბაიჯანში ცნობილი სცენარისტი რუსტამ იბრაგიმბეკოვი, რომლის კანდიდატურაც დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭოს სამშაბათის სხდომაზე დაამტკიცეს. სხდომაზე დაამტკიცეს ასევე „გარდამავალი პერიოდის“ გეგმა. მასში ნათქვამია, რომ ოპოზიციის კანდიდატი, თუ არჩევნებში გაიმარჯვა, მხოლოდ ორი წელი დარჩება პრეზიდენტის პოსტზე და ამ პერიოდში ეროვნული საბჭო შექმნის „ხალხის ნდობით აღჭურვილ მთავრობას“, საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმების განსახორციელებლად. აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ, „ახალმა აზერბაიჯანმა“ გასულ თვეში დაასახელა პრეზიდენტობის კანდიდატი - მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელიც 2003 წლიდან დგას ხელისუფლების სათავეში. მანამდე მამამისი, ჰეიდარ ალიევი იყო ქვეყნის პრეზიდენტი.
XS
SM
MD
LG