Accessibility links

logo-print

ავღანეთში თავს დაესხნენ ნატოს კონტრაქტორ კომპანიას


ქაბულში თავდასხმა მოეწყო შენობების კომპლექსზე, რომელსაც ნატოს მოსამარაგებლად იყენებს ერთ-ერთი უცხოური კომპანია. პოლიციის ცნობით, ექსტრემისტებმა ცეცხლი გაუხსნეს მცველებს მას შემდეგ, რაც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა ავტომანქანა ააფეთქა კომპლექსის შესასვლელში. ქაბულის პოლიციის უფროსის ცნობით, დაიღუპნენ ოთხი მცველი და ორი სამოქალაქო პირი, ისევე როგორც ოთხი თავდამსხმელი. დაიჭრა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, მოჰამად ჰამიდი: „ეს იყო საშინელი, უზარმაზარი აფეთქება. ჩვენ გარაჟში, ჩვენს სატვირთო მანქანებში გვეძინა. ყველა დაიჭრა, ვისაც ეძინა - იმდენად ძლიერი იყო აფეთქება“, უთხრა ჰამიდიმ საინფორმაციო სააგენტო "როიტერსს". თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.
XS
SM
MD
LG