Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა ეგვიპტის პრეზიდენტს მოუწოდებს, ყური დაუგდოს ოპონენტებს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ეგვიპტელ კოლეგას მოუწოდებს, ყური დაუგდოს ოპონენტების მოთხოვნებს, ეგვიპტეში გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად. თეთრი სახლის განცხადებით, ბარაკ ობამამ პრეზიდენტ მუჰამად მურსის მოუწოდა, გადადგას ნაბიჯები, რომლებიც ცხადჰყოფს, რომ ითვალისწინებს პოლიტიკური ოპონენტების უკმაყოფილებას. ამ დღეებში ეგვიპტეში ასიათასობით ადამიანი მონაწილეობს მურსის საწინააღმდეგო აქციებში. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი განაცხადა, რომ პრეზიდენტი პოლიტიკური შერიგების საკუთარ გეგმას განახორციელებს არმიის ულტიმატუმის მიუხედავად - ეგვიპტელმა სამხედროებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ კრიზისის მოსაგვარებლად 48 საათს აძლევენ ეგვიპტის პრეზიდენტსა და ოპონენტებს. ცნობების თანახმად, კრიზისთან დაკავშირებით, ეგვიპტეში ამ კვირაში ხუთი მინისტრი გადადგა, მათ შორის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
XS
SM
MD
LG