Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა სან-მარინოში გამართულ კონფერენციას


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ცნობას, რომ სან-მარინოს რესპუბლიკაში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით გამართულ კონფერენციას სან-მარინოს მთავრობის წევრებიც დაესწრნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სან-მარინოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1 ივლისს გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ მთავრობა ემიჯნება და ეწინააღმდეგება აფხაზეთის საკითხზე სეპარატისტული მთავრობის წარმომადგენლის მონაწილეობით კონფერენციის გამართვას, პრობლემის მოგვარებას მხოლოდ საქართველოს საშინაო საქმედ მიიჩნევს და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთის საკითხზე კონფერენციის გამართვა ერთ-ერთი პარტიის წევრის პირადი ინიციატივა იყო, რაც ეწინააღმდეგება სან-მარინოს რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას.
XS
SM
MD
LG