Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობების თანახმად, სნოუდენმა 21 ქვეყანას მიმართა თავშესაფრის თხოვნით


საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რომელიც ინტერნეტპორტალ „ვიკილიკსის“ განცხადებას ეყრდნობა, აშშ-ის უშიშროების სამსახურის ყოფილმა კონტრაქტორმა, ჯაშუშობაში ბრალდებულმა ედვარდ სნოუდენმა თავშესაფრის თხოვნით მიმართა 21 ქვეყანას. სიაში შედიან ავსტრია, ბოლივია, ბრაზილია, ჩინეთი, კუბა, საფრანგეთი, გერმანია, ნორვეგია, ვენესუელა და სხვ. იუწყებიან ასევე, რომ სნოუდენმა გააუქმა რუსეთში თავშესაფრის თხოვნა. პასუხი ზოგ შემთხვევაში უარყოფითია, ზოგ შემთხვევაში არ დასტურდება სნოუდენისაგან განაცხადის მიღება. ივნისის დასაწყისში ედვარდ სნოუდენმა გაავრცელა მონაცემები შეერთებული შტატების თვალთვალის საიდუმლო პროგრამაზე. აშშ-ში მას ჯაშუშობაში ადანაშაულებენ. სნოუდენი ამჟამად, სავარაუდოდ, მოსკოვის „შერემეტიევოს“ აერპორტში, სატრანზიტო ზონაში იმყოფება.
XS
SM
MD
LG