Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში პატიმრობა მიუსაჯეს რუსეთისათვის ჯაშუშობაში ბრალდებულ წყვილს


გერმანიის ქალაქ შტუტგარტის სასამართლომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო ორი ადამიანი - ანდრეას და ჰაიდრუნ ანშლაგები. ანდრეას ანშლაგს 6,5 წლით, ხოლო მის მეუღლეს, ჰაიდრუნ ანშლაგს 5,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მათ შეეფარდათ ფულადი ჯარიმაც, ნახევარი მილიონი ევრო. სასამართლომ დაადგინა, რომ ცოლ-ქმარი რუსეთის დაზვერვას ინტერნეტისა და საგანგებო სამალავების მეშვეობით აწვდიდა ნატოსა და ევროკავშირის საქმიანობასთან დაკავშირებულ საიდუმლო მასალებს. წყვილი, რომელიც ავსტრიის მოქალაქეების ყალბ დოკუმენტებს იყენებდა, 80-იანი წლების ბოლოდან ცხოვრობდა გერმანიაში. ისინი 2011 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG