Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში იმართება პრეზიდენტის მომხრეთა და ოპონენტთა აქციები


ეგვიპტეში იმართება პრეზიდენტ მუჰამად მურსის მომხრეებისა და ოპონენტების მრავალათასიანი დემონსტრაციები. ოპოზიციის მომხრეები კაიროში, ტაჰრირის მოედანზე შეიკრიბნენ, ხოლო პრეზიდენტის მხარდამჭერები - გიზაში, რომელიც დედაქალაქის სამხრეთით მდებარეობს. სამშაბათს ამოიწურა ოპოზიციის მიერ მურსისთვის წაყენებული ულტიმატუმი, პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნით. ოთხშაბათს კი გავა ულტიმატუმი, რომელიც ეგვიპტის არმიამ წაუყენა დაპირისპირებულ მხარეებს უთანხმოების მოსაგვარებლად. არაბული მედიის ცნობით, ეგვიპტელ სამხედროებს მომზადებული აქვთ გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს, თუ ქვეყანაში დაპირისპირებული მხარეები ვერ შეძლებენ პოლიტიკური დაპირისპირების მოგვარებაზე შეთანხმებას.
XS
SM
MD
LG