Accessibility links

logo-print

პუტინი აჰმადინეჟადს გაზის სამიტში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მადლობა გადაუხადა ირანის მიმავალ პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადს იმისთვის, რომ მან მოსკოვში ჩატარებულ გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმში მიიღო მონაწილეობა. „რუსეთში და ირანში მსოფლიოს ბუნებრივი აირის რეზერვების უდიდესი წილი მოიპოვება ... ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვსო“ - განაცხადა პუტინმა. აჰმადინეჟადმა კი თქვა, რუსეთმა და ირანმა ეკონომიკური თანამშრომლობის ინტენსივობა მაქსიმალურად უნდა გაზარდონ „ნავთობისა და გაზის სექტორიდან დაწყებული, მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროებით დამთავრებული“ და ირანის მხრიდან ამას არანაირი წინაღობა არ შეხვდებაო. ამასთან, აჰმადინეჟადის თქმით, ირანი მზად არის რუსეთის დახმარებით ახალი ატომური ელექტროსადგურები ააშენოს.
XS
SM
MD
LG