Accessibility links

logo-print

იუწყებიან, რომ სნოუდენი რუსეთს აღარ სთხოვს თავშესაფარს


გავრცელებული ცნობებით აშშ-ის ეროვნული უშიშროების ყოფილმა კონტრაქტორმა, ამჟამად მართლმსაჯულებისგან გაქცეულმა ედვარდ სნოუდენმა უკან გაიტანა რუსეთში თავშესაფრის გამოყოფის თხოვნა. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, სნოუდენმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც მოსკოვის მიერ მისთვის წაყენებული პირობების შესახებ შეიტყო. პუტინმა ორშაბათს განაცხადა, სნოუდენს შეუძლია რუსეთში დარჩენა, მაგრამ მან უნდა შეწყვიტოს „ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის ზიანის მიყენებაო“. პესკოვის თქმით, სნოუდენმა თავშესაფრის გამოყოფის თხოვნით მიმართა 15 ქვეყანას. სნოუდენს ვაშინგტონი ბრალს სდებს აშშ-ის სათვალთვალო პროგრამების შესახებ საიდუმლო დოკუმენტების საჯაროდ გატანაში. როგორც იუწყებიან, სნოუდენი ამჟამად მოსკოვის აეროპორტის სასტუმროშია გაჩერებული.
XS
SM
MD
LG