Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი: გიორგი მარგველაშვილი „ქართული ოცნების“ შეუცვლელი საპრეზიდენტო კანდიდატია


გიორგი მარგველაშვილი „ქართული ოცნების“ შეუცვლელი საპრეზიდენტო კანდიდატია
2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნება“ დასახელებულ კანდიდატს არ შეცვლის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 3 ივლისს პრესკონფერენციაზე განაცხადა. „არ არსებობს მიზეზი, რომ გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატურაზე უარი ვთქვათ“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც იმედოვნებს, რომ კოალიციის მიერ წარდგენილი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში მოიპოვებს ღირსეულ გამარჯვებას.
XS
SM
MD
LG