Accessibility links

ეგვიპტეში ღრმავდება პოლიტიკური კრიზისი


ეგვიპტეში ღრმავდება პოლიტიკური გაურკვევლობა, არმიის მხრიდან პრეზიდენტ მუჰამედ მურსისთვის კრიზისის განმუხტვისთვის დაწესებული ბოლო ვადის მოახლოებასთან ერთად. არმიამ მურსის ოთხშაბათამდე მისცა დრო ოპოზიციასთან კომპრომისის გამონახვისთვის. მილიონობით დემონსტრანტი კვლავ მურსის გადადგომის მოთხოვნით გამოდის. სამშაბათს ღამით პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებებს კაიროში სულ მცირე 23 ადამიანი შეეწირა. ამით 39-მდე გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც კვირას დაწყებულ გამოსვლებს ემსხვერპლნენ. ეგვიპტის მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, თუ კრიზისი დროულად არ განიმუხტება, არმია თავის პოლიტიკურ გეგმას წარმოადგენს. გავრცელებული ცნობებით, გეგმაში გათვალისწინებული იქნება პარლამენტის დათხოვნა - რომელშიც ისლამისტები წარმოადგენენ დომინანტურ ძალას - და დროებითი გარდამავალი მთავრობის შექმნა, რომელსაც სამხედრო ლიდერი უხელმძღვანელებს. თუმცა არმიის ერთმა წარმომადგენელმა სააგენტო „როიტერსს“ უთხრა, ეს ხმები სინამდვილეს არ შეესაბამებაო.
XS
SM
MD
LG