Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი მოქალაქეების პირად ცხოვრებაში ჩარევის წინააღმდეგ გამოდის


ირანის ახალი პრეზიდენტი, ჰასან როჰანი მთავრობას და გავლენიან სასულიერო პირებს მოუწოდებს შეწყვიტონ ჩარევა ირანელი ხალხის პირად ცხოვრებაში. თეირანში წარმოთქმულ სიტყვაში - რომელიც ტელევიზიითაც გადაიცემოდა და რომლითაც პრეზიდენტი სასულიერო პირებს მიმართავდა - როჰანიმ განაცხადა, რომ ინტერნეტი თავისუფლად ხელმისაწვდომი უნდა იყოს და დასძინა, სახელმწიფო მედიამ რიგითი მოქალაქეების პრობლემები უნდა გააშუქოსო. „ნიადაგი შემზადებულია ხალხის მონაწილეობისთვის. ხალხი მომავალს იმედიანად უყურებსო“ - განაცხადა როჰანიმ. გასულ კვირაში ირანის პრეზიდენტმა თქვა, რომ საგარეო პოლიტიკაში ზომიერი მიდგომის გამოჩენას აპირებს და დასძინა რომ გარესამყაროსთან „კონსტრუქციულად ითანამშრობლებს“. როჰანი ზომიერი შეხედულებებით ცნობილი სასულიერო პირია. მან არჩევნებზე ხმათა თითქმის 51 პროცენტი მოიპოვა და უფრო რადიკალური პოზიციებით ცნობილი მაჰმუდ აჰმადინეჟადის შემცვლელი გახდა. როჰანი პრეზიდენტის პოსტზე 3 აგვისტოს დაიწყებს მოქმედებას.
XS
SM
MD
LG