Accessibility links

logo-print

რუსეთში პროკურორი სერგეი მაგნიტსკის დამნაშავედ ცნობას მოითხოვს


მოსკოვის სასამართლოს პროკურორმა მიმართა თხოვნით დამნაშავედ იქნეს მიჩნეული აწ გარდაცვლილი სერგეი მაგნიტსკი - რომელმაც სიცოცხლეში კორუფციასთან ბრძოლით იყო ცნობილი - და დაიხუროს საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ ანგარიშებისთვის თავის არიდების ბრალდებით, გარდაცვალების შემდეგ აღიძრა. ამასთან, პროკურორი მოსამართლეს სთხოვს მაგნიტსკის ყოფილ ბოსს, უილიამ ბრაუდერს ცხრა წლით მიუსაჯოს თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად, გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით. პროკურორი ამ წინადადებებით გამოვიდა სასამართლოს ბოლო სხდომაზე. მაგნიტსკი ადვოკატად მუშაობდა ფონდ „ჰერმიტიჯ კეპიტალ მენეჯმენტში“. ის 2009 წელს რუსეთის ციხეში გარდაიცვალა - მას შემდეგ, რაც ოფიციალური პირების მასშტაბური კორუფციული სქემა გამოააშკარავა. მაგნიტსკის საქმემ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა გააღრმავა. აპრილში ვაშინგტონმა სავიზო სანქციები დაუწესა და აქტივები გაუყინა 18 პირს - ძირითადად რუსეთის ოფიციალურ პირებს, რომლებსაც ამა თუ იმ ფორმით მაგნიტსკის სიკვდილს უკავშირებენ. რუსეთმა საპასუხოდ აშშ-ის 18 მოქალაქეს დაუწესა სავიზო სანქციები.
XS
SM
MD
LG