Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი გამოდის მოწოდებით გადაიდოს სავაჭრო მოლაპარაკება ევროკავშირსა და აშშ-ს შორის


საფრანგეთი გამოვიდა მოწოდებით ორი კვირით გადაიდოს თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე მოლაპარაკების დაწყება ევროკავშირსა და აშშ-ს შორის, მას შემდეგ რაც გავრცელდა ცნობები, თითქოს აშშ-ის დაზვერვა ევროკავშირის ოფისებს უთვალთვალებდა. საფრანგეთის მთავრობის პრესმდივნის თქმით, მოლაპარაკების გადადება „უთანხმოების თავიდან ასაცილებლად“ იქნება საჭირო და აშშ-ის მთავრობას მისცემს დროს ევროკავშირის ქვეყნების მიერ ბრალდებებთან დაკავშირებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარსადგენად. თუმცა გერმანია აცხადებს, რომ მოლაპარაკება დანიშნულ დროს, ორშაბათს უნდა დაიწყოს ვაშინგტონში. მედიაში გავრცელებული ცნობებით, საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც საჯაროდ ედვარდ სნოუდენმა გამოაქვეყნა, მოწმობს, რომ ეროვნული უშიშროების სააგენტო ევროკავშირის ოფისებს უთვალთვალებდა ვაშინგტონში და ნიუ-იორკში განთავსებულ გაეროს შტაბ-ბინაში. ამ ცნობებს აღშფოთებული რეაქცია მოჰყვა 28-წევრიანი ბლოკის მხრიდან.
XS
SM
MD
LG