Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორალესის თვითმფრინავმა ვენა დატოვა


ბოლივიის პრეზიდენტის, ევო მორალესის თვითმფრინავმა დატოვა ვენა მას შემდეგ, რაც ესპანეთის მთავრობამ მას ესპანეთის თავზე საჰაერო სივრცე გაუხსნა სამშობლოში დასაბრუნებლად. მორალესის თვითმფრინავს მარშრუტი შეუცვალეს ეჭვების გამო, რომ იქ აშშ-ის უშიშროების ყოფილი კონტრაქტორი, ამჟამად ძებნილი ედვარდ სნოუდენი იჯდა. ბოლივიის ოფიციალური პირების თქმით, თვითმფრინავი, რომლითაც მორალესი მოსკოვიდან გაფრინდა, აიძულეს ვენაში დამჯდარიყო - მას შემდეგ, რაც მას საჰაერო სივრცეში შეშვებაზე უარი უთხრეს საფრანგეთის, პორტუგალიის, ესპანეთის და იტალიის წარმომადგენლებმა. ავსტრიის ოფიციალური პირების განცხადებით, მათ თვითმფრინავი დაათვალიერეს და ვერ მიაგნეს სნოუდენს - რომელიც, როგორც იუწყებიან, ბოლივიას და კიდევ რამდენიმე ქვეყანას სთხოვს თავშესაფარს, აშშ-ში ექსტრადიციისთვის თავის არიდების მიზნით. ბოლივიის ვიცე-პრეზიდენტმა, ალვარო გარსია ლინერამ ვაშინგტონს ბრალი დასდო თვითმფრინავის „დაკავების“ ბრძანების გაცემაში. გაეროში ბოლივიის ელჩი აცხადებს, რომ თვითმფრინავის შეფერხების მიზნით ევროპის ქვეყნების მიერ გატარებულ ზომებს ოფიციალურად გაასაჩივრებს გენერალურ მდივან ბან კი-მუნთან.
XS
SM
MD
LG