Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს იმუნიტეტი მოუხსნეს


საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, ეროვნული ფრონტის ლიდერს მოეხსნა იურიდიული იმუნიტეტი, რომლითაც ის ევროპარლამენტის დეპუტატის რანგში სარგებლობდა - და ახლა, შესაძლოა, ის რასიზმში ბრალდებით წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე. ევროპარლამენტმა სტრასბურგში სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე უყარა კენჭი მარინ ლე პენისთვის იმუნიტეტის მოხსნას, ლიონის სასამართლოს თხოვნის საფუძველზე. ლე პენის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა ანტი-რასისტულმა ასოციაციამ, მას შემდეგ, რაც პოლიტიკოსმა ქუჩაში მუსლიმთა ლოცვას უწოდა „ფუნდამენტალისტების მიერ ჩადენილი პოლიტიკური აქტი“ და პარალელი გაავლო ნაცისტური გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციასთან. ეროვნული ფრონტი მარინ ლე პენის მამამ, ჟან-მარი ლე პენმა დააარსა. მარინ ლე პენი აცხადებს, რომ თავისი სიტყვების ერთგული რჩება და „აბსოლუტურად დარწმუნებულია“ რომ სასამართლო მის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას.
XS
SM
MD
LG