Accessibility links

logo-print

ახალციხის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულები


ახალციხის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი, მამუკა ხვედელიანი, რომელსაც არაადამიანურ მოპყრობასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედებოდა ბრალი. ხვედელიანთან ერთად, სასამართლომ ამავე საქმესთან დაკავშირებით ბრალდებული კიდევ ოთხი პირი გაამართლა. პროკურატურის ცნობით, ხვედელიანის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების საფუძველი იყო მოქალაქე ვ.გ.-ს განცხადება, რომლის თანახმადაც მას 2009 წლის 1 იანვარს შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა მიაყენეს მძიმე ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მამუკა ხვედელიანი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან.
XS
SM
MD
LG