Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, გაუფრთხილდეს ქვეყნის მთავარ დემოკრატიულ ფასეულობებს


საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, გაუფრთხილდეს ქვეყნის მთავარ დემოკრატიულ ფასეულობებს, კერძოდ, თავი შეიკავოს თავისუფალი მედიის საწინააღმდეგო მოქმედებებისგან. მიხეილ სააკაშვილმა მიუღებელი და საშიში პროცესი უწოდა დამოუკიდებელი მედიის მფლობელთა სისხლის სამართლებრივ დევნას. „მინდა გავაფრთხილო, ხელები შორს რუსთავი 2-სა და თავისუფალი ტელევიზიებისგან, რადგან საქართველოში ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტი და ათწლეულების მონაპოვარი” - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვას, თუ რა სტადიაზეა რუსთავი 2-ის ყოფილ მფლობელთა საჩივრის გამოძიება, უპასუხა, რომ მისთვისაც იმდენივეა ცნობილი, რამდენიც მედიისთვის, თუმცა არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს პროცესში პოლიტიკური ჩარევა.
XS
SM
MD
LG