Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერმა გიგი უგულავამ უარი თქვა ნაფიცი მსაჯულების მიერ მისი საქმის განხილვაზე


თბილისის მერმა გიგი უგულავამ უარი თქვა ნაფიცი მსაჯულების მიერ მისი საქმის განხილვაზე. საქალაქო სასამართლოში დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე უგულავამ მიზეზად ის დაასახელა, რომ გამოძიებისას დაკითხულ ბევრ ადამიანზე იყო ზეწოლა და არ სურს, რომ ნაფიცი მსაჯულების სახით კიდევ 12 ადამიანი მოექცეს ტერორის ქვეშ. თბილისის მერის საქმის არსებით განხილვას საქალაქო სასამართლო 16 ივლისიდან დაიწყებს. გიგი უგულავას ბრალად ედება სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია. პირველი საქმე შეეხება კანონიერი მფლობელისთვის ტელერადიოკომპანია ”იმედის” წართმევას, მეორე კი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების ფიქტიურად დასაქმებას და მათი ხელფასისთვის საბიუჯეტო თანხების უკანონოდ განკარგვას. ”იმედის” საქმეზე გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელსაც დაუსწრებლად აქვს შეფარდებული წინასწარი პატიმრობა.
XS
SM
MD
LG