Accessibility links

logo-print

ივანიშვილი ადასტურებს, რომ მისი მთავრობა ყველა მიმართულებით დაიცავს უმცირესობათა უფლებებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვლავ ადასტურებს, რომ მისი მთავრობა ყველა მიმართულებით დაიცავს უმცირესობათა უფლებებს, რომლებიც ქვეყნის კონსტიტუციითაა გარანტირებული. ”პირველ ყოვლისა, მივმართავ სამთაწყაროს მოსახლეობას, რომ კეთილი ინებონ, დაიცვან კანონი და მისცენ საშუალება მუსლიმ უმცირესობას აღასრულოს მისი რელიგიური მრწამსი”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს პრობლემა მშვიდობიანად, მოლაპარაკების გზით მოაგვაროს და თუ ეს არ მოხერხდება, კანონს მთელი სიმკაცრით გამოიყენებს. პრემიერი გამოეხმაურა თბილისში, 17 მაისს ლგბტ აქტივისტების და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ ძალადობას, მას ინსპირირებული უწოდა და აღნიშნა, რომ გამოძიება გრძელდება. ”პირველად მოხდა, რომ ორი მღვდელმსახური მიეცა პასუხისგებაში და ისინი დაისჯებიან კანონის შესატყვისად", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, ლგბტ აქტივისტებისადმი არაკორექტული გამონათქვამების გამო შენიშვნა მისცა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს დავით საგანელიძეს.
XS
SM
MD
LG