Accessibility links

logo-print

რუსთავის ქალთა დაწესებულებაში შიმშილობას განაგრძობს 70-ზე მეტი პატიმარი


რუსთავის ქალთა დაწესებულებაში სასჯელის განახევრების მოთხოვნით შიმშილობას განაგრძობს 70-ზე მეტი პატიმარი. ერთ-ერთმა მათგანმა სააგენტო ინტერპრესნიუსს აცნობა, რომ მოშიმშილეებს სოლიდარობას უცხადებენ სხვა პატიმრებიც, რომელთა უმრავლესობამ პურის მიღებაზე დღეს უარი თქვა. ქალი პატიმრები სასჯელის განახევრებისთვის საკანონმდებლო ცვლილებათა მოთხოვნის გასაცნობად ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის წევრებთან და სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვენ.
XS
SM
MD
LG