Accessibility links

logo-print

ავღანეთის არმიის სარდალი: პაკისტანს შეუძლია ბოლო მოუღოს ომს


ავღანეთის არმიის სარდლის, გენერალ შერ მოჰამად კარიმის აზრით, პაკისტანს შესწევს უნარი, რომ ბოლო მოუღოს ავღანეთში ომს. ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-თან ინტერვიუში, ავღანელი გენერალი აცხადებს, რომ თალიბანს პაკისტანი აკონტროლებს და ისლამაბადს შეუძლია, მეტი გააკეთოს სამშვიდობო პროცესის წარმატებისათვის. მისი თქმით, პაკისტანში დახურეს რელიგიური სასწავლებლები, რომლებიც ისლამისტი ექსტრემისტების მოსამზადებელ ინსტიტუტებად ითვლება და თალიბანს ხელ-ფეხი გაუხსნეს ავღანეთის წინააღმდეგ სამოქმედოდ. კარიმის შეფასებით, პაკისტანი ახლა ისევე ზარალდება ტერორიზმით, როგორ ავღანეთი და ორ მეზობელს შეუძლია, ერთად ებრძოლოს ამ პრობლემას. ავღანელი ოფიციალური პირები ისლამაბადს მიიჩნევენ გასული საუკუნის 90-იან წლებში ავღანეთში თალიბანის რეჟიმის მთავარ უცხოელ მხარდამჭერად. ქაბულში ასევე აცხადებენ, რომ თალიბანის ლიდერები და წევრები დღემდე პაკისტანიდან მოქმედებენ ავღანეთში თავდასხმების მოწყბისას.
XS
SM
MD
LG