Accessibility links

logo-print

ეგვიპტის დამხობილი პრეზიდენტი, მისი მრჩევლის თქმით, უცნობ ადგილას წაიყვანეს


ეგვიპტის დამხობილი პრეზიდენტი, მოჰამად მურსი, მისი მრჩევლის განცხადებით, უცნობ ადგილას გადაიყვანეს. ამ ცნობას ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესი“ მურსის მრჩევლის, აიმან ალის განცხადებაზე დაყრდნობით. სააგენტოს ცნობით, აიმან ალის დეტალებზე არ უსაუბრია. "ასოშიეიტიდ პრესი" იუწყებია აგრეთვე, რომ მილიონობით დემონსტრანტი, რომელიც მურსის გადადგომას მოითხოვდა, სიხარულის ყიჟინით შეხვდა ცნობას, რომ ეგვიპტის არმიამ მოჰამად მურსის მმართველობა დაამხო და უფლებამოსილება დროებით მიანიჭა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. ეგვიპტის არმიის სარდალმა, აბდელ-ფატაჰ ელ-სისიმ სტელევიზიო მიმართვაში აღნიშნა, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარებამდე ქვეყანას ექსპერტთა მთავრობა უხელმძღვანელებს. მას არ უთქვამს, რამდენი ხანი გაგრძელდება გარდამავალი პერიოდი.
XS
SM
MD
LG