Accessibility links

logo-print

იწყება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების განხილვა


საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების სამი პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვას 5 ივლისს დაიწყებს. პირველი განხილვა ჟურნალისტებთან, სასტუმრო "რედისონში", 11:00 საათზე გაიმართება. იმავე დღეს, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, ასევე "რედისონში", 13:00 საათზე დაიწყება. შემდეგი შეხვედრების განრიგი ასეთია: თბილისი (შეხვედრა სტუდენტებთან და პროფესორ–მასწავლებლებთან – 6 ივლისი), ქუთაისი (11 ივლისი), ბათუმი (13 ივლისი), თელავი (16 ივლისი), რუსთავი (16 ივლისი), გორი (18 ივლისი), ახალციხე (18 ივლისი), ოზურგეთი (25 ივლისი). შეხვედრების განრიგი "ინტერპრესნიუსს" “NDI – საქართველოდან” აცნობეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილების პირველი პროექტი საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ–მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების უფლებას ეხება; მეორე ცვლილების პროექტი - პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანაზე კონტროლს; ხოლო მესამე ცვლილება - კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად საჭირო კვორუმს.
XS
SM
MD
LG