Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნი შეშფოთებას გამოთქვამს ეგვიპტეში განვითარებული მოვლენების გამო


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი შეშფოთებას გამოთქვამს ეგვიპტეში განვითარებული მოვლენების გამო და მოუწოდებს ეგვიპტელებს პატივი სცენ ადამიანის უფლებებს. „ბევრი ეგვიპტელი გამოვიდა დემონსტრაციაზე, რათა გამოეხატა პროტესტი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, თუმცა ამ სიტუაციაში სამხედროების ჩარევა, ნებისმიერ ქვეყანაში საფრთხის შემცველია“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა. მან ასევე აღნიშა, რომ დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს ქვეყანაში სამოქალაქო მმართველობა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებზე იქნება პასუხისმგებელი.
XS
SM
MD
LG