Accessibility links

logo-print

დაპატიმრებულია ეგვიპტის გადამდგარი პრემიერ-მინისტრი


დაპატიმრებულია ეგვიპტის გადამდგარი პრემიერ-მინისტრი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხიშამ კანდილს სასამართლომ ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდა. კანდილი, რომელმაც ნავთობისა და ფინანსთა მინისტრთან ერთად თანამდებობა ორი დღის წინ დატოვა, ბრალი ედება სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაში ტექსტილის კომპანიის რენაციონალიზაციის შესახებ. პრემიერის გადადგომამდე თანამდებობები დატოვეს ეგვიპტის საგარეო საქმეთა, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციის, იუსტიციის, კომუნიკაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების, სასმელი წყლისა და სანიტარიის მინისტრებმა, აგრეთვე, პარლამენტის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.
XS
SM
MD
LG