Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მურსის გადაყენებას მსოფლიო ეხმაურება


ეგვიპტის არმიის გადაწყვეტილებას გადაეყენებინა პრეზიდენტი მუჰამედ მურსი მრავალი ქვეყანა და ორგანიზაცია გამოეხმაურა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ სამხედროთა ამ ნაბიჯით ის „ღრმად შეშფოთებულია“ და დასძინა, რომ ვაშინგტონი ისურვებდა ეგვიპტეში მალე დაბრუნდეს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა. ამასთან, ობამას განცხადებით, ვაშინგტონი გადახედავს ეგვიპტისთვის გამოყოფილი დახმარების საკითხს. გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი-მუნი გამოვიდა „სიმშვიდის, არა-ძალადობის, დიალოგის და თავშეკავებისკენ“ მოწოდებით. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, კეთრინ ეშტონი ყველა მხარეს მოუწოდებს „სწრაფად დაუბრუნდნენ დემოკრატიულ პროცესს“. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდო ვესტერველე აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ეგვიპტეს „ყურადღებით და დიდი შეშფოთებით“ აკვირდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეგვიპტის ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ძალადობა. სირია მიესალმა მურსის გადაყენებას და ამას „დიდი მიღწევა“ უწოდა. ისრაელს განცხადება არ გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG