Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ოფიციალური პირი ბალკანეთის პროგრესზე საუბრობს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე, ფილიპ რიკერი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ბალკანეთის ქვეყნებში პროგრესი შეინიშნება ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა, მისი თქმით, ლიდერებმა კიდევ უფრო მეტად უნდა გააქტიურონ საამისო მცდელობა. სარაევოში, რადიო თავისუფლების ბიუროს წარმომადგენლებთან საუბარში რიკერმა გამოყო ხორვატია, რომელიც ევროკავშირში ახლახან გაწევრიანდა და განაცხადა, რომ ეს ქვეყანა „დიდ პროგრესს“ აჩვენებს. რიკერმა ასევე დადებითად შეაფასა ის „უზარმაზარი ძალისხმევა“, რომელსაც სერბია და კოსოვო იჩენენ ევროკავშირთან თანამშრომლობის საქმეში, რათა ბალგრადსა და პრიშტინას შორის ურთიერთობა ნორმალიზაციას დაექვემდებაროს. რიკერის თქმით, გარკვეული პრობლემები რჩება ბოსნია-ჰერცეგოვნიაში, თუმცა თუკი ლიდერები კომპრომისისთვის უფრო მეტ ნებას გამოიჩენენ და უკეთ იმუშავებენ, ვითარება იქაც გაუმჯობესდება.
XS
SM
MD
LG