Accessibility links

logo-print

პაკისტანის ახალმა მთავრობამ დაასრულა სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი


პაკისტანის ახალმა ადმინისტრაციამ დაასრულა მორატორიუმი, რომელიც სიკვდილით დასჯაზე იყო დაწესებული. შსს-ის პრეს-მდივნის, უმერ ჰამიდის განცხადებით, ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა „ყველა საქმეს ინდივიდუალურად მიუდგეს“. მისი თქმით, სიკვდილმისჯილი პატიმრების საყოველთაო ამნისტია არ მოხდება. პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის „პაკისტანის სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელობით მოქმედი, წინა ადმინისტრაციის პირობებში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი 2008 წელს დაწესდა, საპრეზიდენტო ბრძანებით. მორატორიუმს ვადა 30 ივნისს გაუვიდა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, ამნესტი ინტერნეიშენალი ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებას უწოდებს „თავზარდამცემ და უკან გადადგმულ“ ნაბიჯს და მორატორიუმის დაუყოვნებელი განახლების მოწოდებით გამოდის. ამ ორგანიზაციის შეფასებით, პაკისტანში სიკვდილით დასჯას 8,000-ზე მეტი პატიმარი ელოდება. მათმა უმრავლესობამ უკვე ამოწურა გასაჩივრების შესაძლებლობები და ახლა შესაძლოა მათი განაჩენი სისრულეში მოიყვანონ.
XS
SM
MD
LG