Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავარმა პროკურატურამ მეგის ქარდავა ძებნილად გამოაცხადა


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულად დაუსწრებლად ცნო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და ძებნილად გამოაცხადა. პროკურატურის ინფორმაციით, ქარდავას ბრალად ედება 2012 წელს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ნახევარ მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვა და მითვისება. მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მეგის ქარდავას აღკვეთის ზომად დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა.
XS
SM
MD
LG