Accessibility links

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, დაირღვა მისი და მერაბიშვილის უდანაშაულობის პრეზუმფცია


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დღევანდელი განცხადება პოლიტიკური ზეწოლის გაგრძელებად შეაფასა ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ერთად ბრალდებულია უმუშევართა აღრიცხვის სამთავრობო პროგრამის საარჩევნო მიზნებით გამოყენების საქმეზე. ჭიაბერაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საქმე უკვე განიხილება სასამართლოში და ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ორგანოს მსგავსი განცხადებები სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევაა. ყოფილი მინისტრის შეფასებითვე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებით დაირღვა მისი და მერაბიშვილის უდანაშაულობის პრეზუმფცია და სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის კონსტიტუციური უფლება.
XS
SM
MD
LG