Accessibility links

იწყება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა


დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების სამი პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება. განხილვა ერთ თვეს გასტანს და მოეწყობა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, თელავში, რუსთავში, გორში, ახალციხესა და ოზურგეთში. თბილისში კი პირველ შეხვედრებს საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის წევრები ჟურნალისტებთან, მოგვიანებით კი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გამართავენ. პარლამენტში ინიციირებული ცვლილებები კი შეეხება საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მყოფი პირების მოქალაქეობის საკითხს, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის ძალთა ბალანსის დაცვის საკითხს და კონსტიტუციური ცვლილებების მიღებისა და პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად აუცილებელ კვორუმს.
XS
SM
MD
LG