Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: ეგვიპტეში „მუსლიმთა საძმოს“ წევრების დევნა უნდა შეწყდეს


ეგვიპტის განდევნილი პრეზიდენტის, მოჰამედ მურსის პარტიის, „მუსლიმთა საძმოს“ წევრების მკაცრი დევნა უნდა შეწყდეს, მოითხოვა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ნავი პილაიმ. „უნდა დასრულდეს ძალადობა, გაუსამართელბლად დაპატიმრება, უკანონო შურისგება“ განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უზენაესმა კომისარმა, პილაიმ „მუსლიმთა საძმოს“ მიმართ მოპყრობის კომენტირებისას. მანვე მოითხოვა, რომ გამოიძიონ, საპროტესტო გამოსვლების მონაწილე ქალების ორგანიზებული გაუპატიურების შემთხვევები.
XS
SM
MD
LG