Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზეთი „მონდი“: საფრანგეთის დაზვერვა ელექტრონულ ფოსტას და სატელეფონო საუბრებს უთვალთვალებს


საფრანგეთის გაზეთის, „ლე მონდის“ ინფორმაციით, ამ ქვეყნის სადაზვერვო სამსახური საფრანგეთში მოძრავ ყველა ელექტრონულ საფოსტო გზავნილს ამოწმებს. „ლე მონდის“ თანახმად, კომუნიკაციების მონაცემები ინახება უცხოეთის დაზვერვის უწყების შტაბბინაში. გაზეთის ცნობით, სატელეფონო საუბრების და საინტერნეტო კომუნიკაციების მონაცემთა ბაზა წლების განმავალობაში ინახება სუპერკომპიუტერში, რომელში შესვლის უფლება უშიშროების სხვა სამსახურებს არ აქვთ. საფრანგეთმა კრიტიკა გამოთქვა აშშ-ის „ეროვნული უშიშიროების საგენტოს“ მიმართ, რომელიც ამერიკელებსა და უცხოელებზე დიდი რაოდენობის მონაცემებს ინახავს. პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მუქარა გამოთქვა, რომ ხელს შეუშლის ევროკავშირისა და აშშ-ის სავაჭრო მოლაპარაკებებს. ოლანდმა ეს განაცხადა მას მერე, როცა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ენ-ეს-აი“ ევროკავშირის ოფიციალურ პირებს და საელჩოებს უთვალყურებს.
XS
SM
MD
LG