Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტელი სამხედროები საპროტესტო გამოსვლების უფლებას დაიცავენ


ეგვიპტეში სამხედროების მიერ საპროტესტო გამოსვლების შემდეგ განდევნილი პრეზიდენტის, მოჰამედ მურსის მოხრეები მართავენ მასობრივ გამოვსვლებს. ეგვიპტის არმია ხალხს დაპირდა, რომ საპროტესტო გამოსვლის უფლებას უზრუნველყოფს. სამხედროებმა იქვე გაფრთხილება გამოთქვეს, რომ ასეთი გამოსვლები არ უნდა ვნებდეს ქვეყნის უსაფრთხოებას. სოციალური ქსელით, ფეისბუკით გაკეთებული განცხადება მოჰყვა ისლამისტების მიერ საპროტესტო გამოსვლის დაგეგმვას პარასკევისთვის. ისლამისტები პროტესტს გამოთქვამენ არმიის მიერ არჩეული პრეზიდენტის, მოჰამედ მურსის ჩამოგდების გამო. ამ განცხადებამდე არმიამ დააპატიმრა მურსის მომხრე „მუსლიმთა საძმოს", მეთაური. გაერთიანებამ, პირველი დემოკრატიუოლად არჩეული პრეზიდენტის ჩამოგდება დაგმო და შეაფასა, როგორც გადატრიალება. არმიის განცხადებით, ის არ აპირებს მიმართოს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მიმართ განსაკუთრებულ ზომებს. აშშ-მა, რომელიც წლიურად მილიარდნახევარი დოლარით ეხმარება ეგვიპტეს, გამოთქვა მოწოდება, რომ სწრაფად და სრულად მოხდეს დემოკრატიულად არჩეული მმართველობის დაბრუნება, და რომ თავი შეიკავონ თვითნებული დაპატიმრებებისგან.
XS
SM
MD
LG