Accessibility links

logo-print

პარლამენტმა დაიწყო საკონსტიტუციო ცვლილებების სამი პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა


საქართველოს პარლამენტმა დაიწყო საკონსტიტუციო ცვლილებების სამი პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა. კანონპროექტები შეეხება პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობათა დაკავების უფლებას, მთავრობის შემადგენლობის შეცვლაზე პარლამენტის კონტროლს და კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად საჭირო კვორუმს. ცვლილებათა პროექტების განსახილველად პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები დღეს თბილისში შეხვდნენ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. დავით უსუფაშვილის განცხადებით, კონსტიტუცია უნდა იყოს სტაბილური და ამკვიდრებდეს ათწლეულებზე გათვლილ თამაშის წესებს. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც იმუშავებს სერიოზულ საკონსტიტუციო რეფორმაზე, მანამდე კი რამდენიმე გადაუდებელი ცვლილებაა საჭირო. ერთ-ერთ ასეთ საკითხად დავით უსუფაშვილმა დაასახელა 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმად პრემიერს უფლება ექნება პარლამენტის მიერ დამტკიცებულ მთავრობის შემადგენლობაში შეიტანოს იმდენი ცვლილება, რამდენიც მოესურვება. უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ გადამეტებული უფლებამოსილებით სარგებლობას პირველ ყოვლისა, ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერი ეწინააღმდეგება. საკონსტიტუციო ცვლილებათა საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის დღევანდელ სხდომას არ დასწრებიან საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG