Accessibility links

ნოდარ ხადური: მერიის დაკავებულ მაღალჩინოსანთა საქმის გამოძიება გამჭვირვალე იქნება


საქართველოს ფინანსთა მინისტრი ადასტურებს, რომ თბილისის მერიის დაკავებულ მაღალჩინოსანთა საქმის გამოძიება გამჭვირვალე იქნება. ნოდარ ხადურმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საჯარო გახდება დამატებითი ინფორმაციაც, რომელიც ხელს არ შეუშლის გამოძიების პროცესს. ”გამოძიება განასაჯაროებს ინფორმაციას, რომელიც მერწმუნეთ, არ მოეწონება ბევრს, მათ შორის მერიაში", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა. რაც შეეხება დედაქალაქის მერიის მოწოდებას ვიდეოკადრების საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით, დღეს ადამიანები დაკითხვაზე კამერებთან ერთად არავის დაჰყავს.
XS
SM
MD
LG